ჰიბრიდული კოფეინის შამპუნი

შეკითხვები და პასუხები

o ჰიბრიდული კოფეინის შამპუნი თავის თავში აერთიანებს თავის კანისა და თმის განსაკუთრებულად ნაზ და დამატენიანებელ გამწმენდს და Alpecin-ის კოფეინის ძლიერ ეფექტს თმის ბოლქვებისთვის. ის სპეციალურად არის შექმნილი მშრალი და მგრძნობიარე თავის კანისთვის. Alpecin-ის ჰიბრიდული კოფეინის შამპუნი განსაკუთრებით შეეფერება მშრალ თავის კანს, რომელიც მიდრეკილია პატარა, თხელი ქერტლისკენ, მისი დამატენიანებელი ეფექტის გამო. ამცირებს თავის კანის ქავილს.

კოფეინის კომპლექსი,  იმავდროულად, ახდენს მემკვიდრეობითი თმის ცვენის პრევენციას.

o სულ მცირე ყოველ მეოთხე მამაკაცს მგრძნობიარე თავის კანი აქვს. ქავილი, სიმშრალე, სიწითლე ან დაჭიმულობის შეგრძნება - ინდივიდუალური წინასწარგანწყობის მიხედვით თავის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარედ რეაგირებს. ეს ხშირად არის მშრალი, მგრძნობიარე თავის კანის პრობლემა. მიზეზი შეიძლება იყოს ცხიმოვანი ჯირკვლის არასაკმარისი სეკრეცია, რაც იწვევს თავის ქალის ბუნებრივი ბალანსის დარღვევას. ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შამპუნის გამოყენება, რომელიც კიდევ უფრო მეტად არ გამოაშრობს თავის კანს. Alpecin-ის ჰიბრიდული კოფეინის შამპუნი ნაზად ასუფთავებს თმას. ის ატენიანებს და ამშვიდებს თავის კანს. ამცირებს თავის კანის ქავილს. დამატებით, მასში არსებული კოფეინის კომპლექსი აძლიერებს თმის ბოლქვებს და ახდენს მემკვიდრეობითი თმის ცვენის პრევენციას.

რაც ბევრმა არ იცის, რომ ქერტლი ყოველთვის ერთნაირი არ არის. თავის კანის სწორი გაწმენდის და თმის პრობლემების მოგვარებისათვის, მნიშვნელოვანია, რომ განასხვაოთ „ცხიმიანი ქერტლი" და „ქერტლი მშრალი თავის კანით".

„მშრალი ქერტლი" მშრალი თავის კანის პრობლემაა. ეს პატარა, თხელი ქერტლი ჩნდება მაშინ, როდესაც თავის კანი არასაკმარისად გამოყოფს ცხიმს და ამგვარად ირღვევა მისი ბუნებრივი ბალანსი. შედეგად ვიღებთ მშრალ, აქერცლილ თავის კანს. ხშირად მშრალ ქერტლს თან თავის კანის ქავილის შეგრძნება ახლავს.

მშრალი თავის კანის შემთხვევაში, რეკომენდირებულია თავის კანის და თმის ნაზი და დამატენიანებელი გაწმენდა. Alpecin-ის ჰიბრიდული კოფეინის შამპუნი განსაკუთრებით შესაფერისია მისი ნაზი შამპუნის ფორმულის გამო. ის ატენიანებს თავის კანს და ეხმარება მას რეგენერაციაში.

"ცხიმიანი ქერტლი" უფრო ხშირად დიდი და ნადებისებრია და გამოწვეულია ცხიმიანი თავის კანით. Alpecin-ის ორმაგი ეფექტის კოფეინის შამპუნი პირველ ეტაპზე შლის გაქვავებულ უჯრედებს და საფუძვლიანად ასუფთავებს თავის კანს ქერტლისგან. ეფექტური ქერტლის საწინააღმდეგო ინგრედიენტები სალიცილის მჟავა და პიროქტონის ოლამინი ხელს უშლის ახალი ქერტლის წარმოქმნას. მეორე ეტაპზე, კოფეინის კომპლექსი შედის თმის ბოლქვებში. ამგვარად ხდება მემკვიდრეობითი თმის ცვენის პრევენცია.

„მშრალი ქერტლი" მშრალი თავის კანის პრობლემაა. ეს პატარა, წვრილი ქერტლი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც თავის კანი არასაკმარისად გამოიმუშავებს ცხიმს, რაც არღვევს თავის კანის ბუნებრივ ბალანსს. შედეგად ვიღებთ მშრალ და აქერცლილ თავის კანს. ხშირად მშრალ ქერტლს თან თავის კანის ქავილის შეგრძნება ახლავს.

მშრალი თავის კანის შემთხვევაში, რეკომენდირებულია თავის კანის და თმის ნაზი და დამატენიანებელი გაწმენდა. Alpecin-ის ჰიბრიდული კოფეინის შამპუნი განსაკუთრებით შესაფერისია მისი ნაზი შამპუნის ფორმულის გამო. ის ატენიანებს თავის კანს და ეხმარება მას რეგენერაციაში.

o ორივე შამპუნი თავის კანის სხვადასხვა მდგომარეობისთვის არის შექმნილი. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება შეკითხვას, თუ რომელი შამპუნია უფრო შესაფერისი ქერტლის პრობლემის მოსაგვარებლად, უმჯობესია ახლოდან შეხედოთ საკითხს. ბევრმა არ იცის, რომ ყველა ქერტლი ერთნაირი არ არის. თავის კანის და თმის სწორად გასუფთავების და პრობლემის მოგვარებისათვის, მნიშვნელოვანია, განასხვაოთ „ცხიმიანი ქერტლი" და „ქერტლი მშრალი თავის კანით". აქ შეამოწმეთ ქერტლი.

o Alpecin-ის ორმაგი ეფექტის მქონე კოფეინის შამპუნი განკუთვნილია ცხიმიანი ქერტლისათვის. ეს შედარებით დიდი და ნადებისმაგვარი ქერტლი ცხიმიანი თავის კანის შედეგია. Alpecin-ის ორმაგი ეფექტის შამპუნი პირველ ეტაპზე შლის გაქვავებულ უჯრედებს და საფუძვლიანად ათავისუფლებს თავის კანს ქერტლისგან. ეფექტური ქერტლის საწინააღმდეგო ინგრედიენტები სალიცილის მჟავა და პიროქტონის ოლამინი ხელს უშლის ახალი ქერტლის წარმოქმნას. მეორე ეტაპზე, კოფეინის კომპლექსი აღწევს თმის ბოლქვებში. ამგვარად ხდება მემკვიდრეობითი თმის ცვენის პრევენცია.

o Alpecin-ის ჰიბრიდული კოფეინის შამპუნი, მეორეს მხრივ, განსაკუთრებით ესადაგება მშრალ თავის კანს, რომელიც „მშრალი ქერტლისკენაა" მიდრეკილი. ამ პატარა, თხელ ქერტლს ხშირად თავის კანის ქავილი ახლავს თან. ჰიბრიდული კოფეინის შამპუნის ნაზი ფორმულა ატენიანებს მშრალ და დასუსტებულ თავის კანს და ხელს უწყობს მის რეგენერაციას. ამით ხდება მშრალი ქერტლისა და თავის კანის გამაღიზიანებელი ქავილის თავიდან აცილება. კოფეინის კომპლექსი ასევე ახდენს მემკვიდრეობითი თმის ცვენის პრევენციას.