რა იქვევს ქერტლს?

განსხვავება ცხიმიანსა და მშრალ ქერტლს შორის

ცხიმოვანი ჯირკვლები თავის კანზე გამოყოფენ კანის ცხიმს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია თავის კანისა და თმის ბალანსისთვის, იცავს მათ ნაკლები ტენიანობისა და ეკოლოგიური ფაქტორებისაგან. კანის ზედაპირული უჯრედები მუდმივად ახლდება, ისევე როგორც თავის კანი. ძველი კანის უჯრედების ექსპოზიცია, ჩვეულებრივ, შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს. თუ თავის კანი კარგავს თავის ბუნებრივ ბალანსს, ეს განახლების პროცესს უშლის ხელს და, შესაბამისად, ქერტლი ჩნდება შესამჩნევი. მშრალი და ცხიმიანი ქერტლი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ქერტლის ტიპებს შორის.

ქერტლის შემოწმება 2 წამში

მშრალი ქერტლი

მშრალი ქერტლი გამოწვეულია მშრალი თავის კანით. ცხიმოვანი ჯირკვლები არ გამოყოფენ საკმარისი რაოდენობის ცხიმს, რის შედეგად ირღვევა ცხიმის ბუნებრივი ბალანსი. თუ თავის კანი მშრალია ხშირად ვხედავთ თეთრი ფერის ქერტლს, რომელიც ცვივა თავიდან და თმიდან.

ამ შემთხვევაში რეკომენდებულია გამოვიყენოთ შამპუნი მგრძნობიარე და მშრალი თავის კანისთვის.

ცხიმიანი ქერტლი

ცხიმიანი თავის კანის შემთხვევაში, ცხიმოვანი ჯირკვლები გამოყოფენ უფრო დიდი რაოდენობით ცხიმს. ამ რაოდენობის ცხიმის გამოყოფა შეიძლება იყოს გამოწვეული პერსონალური (ჰორმონალური, გენეტიკური და ა.შ.), ასევე გარე ფაქტორებიდან გამომდინარე (გარემოს ზეგავლენა, კლიმატი და ა.შ.). აქედან გამომდინარე შესაძლოა გამრავლდნენ მიკრობები და მიკროორგანიზმები, რომლებიც ბუნებრივად ხვდებიან კანზე და არღვევენ თავის კანის ბუნებრივ ბალანსს.

შედეგი: დიდი რაოდენობის ცხიმი იწვევს თავის კანის გაღიზიანებას, ქავილს და აჩქარებს კანის უჯრედების გათავისუფლებას. ცხიმის გამოყოფა ხელს უწყობს უჯრედების შეკვრას რის შედეგად წარმოიქმნება ცხიმოვანი, ყვითელი ქერტლის ფანტელები, რომელიც ეწებება თავის კანს ან თმას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს შამპუნი.

შესაძლებელია თმის ცვენის კომბინირებული პრევენცია