მშრალი თავის კანი

ქავილი, სიმშრალე ან დაჭიმულობის შეგრძნება - სულ მცირე ყოველი მე-4 მამაკაცის მგრძნობიარე თავის კანი აქვს. ეს არამხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება, არამედ ქერტლის გამომწვევი მიზეზიცაა. თქვენ შეგიძლიათ შეგიძლიათ გაეცნოთ თუ როგორ ვითარდება თავის კანის სიმშრალე და როგორ შეიძლება მისი თავიდან არიდება!
როგორ შემიძლია ამოვიცნო მშრალი თავის კანი?
თავის კანის ტენიანობის ბარიერი დელიკატურ ბალანსს საჭიროებს. მისი დარღვევის შემთხვევაში თავის კანის სიმშრალეს შეუძლია გამოიწვიოს: კანის დაჭიმულობა და ქავილი, ანთებითი პროცესი. ქავილთან ერთად, სიწითლე ან დაჭიმულობის შეგრძნება, ტენიანობის დაკარგვას, სხვა პრობლემების გარდა, შეუძლია მშრალი ქერტლის გამოწვევა.
თავის კანის სიმშრალის მიზეზები
ჯანმრთელ თავის კანს დაუზიანებელი ლიპიდური შრე აკრავს გარს, რომელიც არეგულირებს ტენიანობას და იცავს თავის კანს. თუ ლიპიდური შრე დაირღვევა, კანი კარგავს ტენიანობას და იწვებს გამოშრობას . ერთ-ერთი შესაძლო გამომწვევი მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების არასაკმარისი სეკრეციაა, რაც თავის კანს ბუნებრივ ბალანსს აკარგვინებს. მშრალ, მგრძნობიარე თავის კანს აღარ შეუძლია დამცავი ფუნქციის უზუნველყოფა. შედეგები: ვლინდება ქავილი და ქერტლი.
რა ფაქტორები განაპირობებს თავის კანის სიმშრალეს?
- გენეტიკური წინასწარგანწყობა განსაზღვრავს მიდრეკილებას კანის სიმშრალისაკენ.
- ტემპერატურა გავლენას ახდენს თავის კანის ტენიანობაზე (მაგალითად, ძალიან ცივი ან ძალიან ცხელი ჰაერი).
- ასაკი ასევე ერთ-ერთი შესაძლო ფაქტორია; მაგალითად, ასაკოვანი ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან კანის სიმშრალისკენ, ვიდრე ახალგაზრდები.
- სტრესი კანის სიმშრალის ერთ-ერთი მიზეზია.
როგორ ავიცილოთ თავიდან თავის კანის სიმშრალე
თავის კანის სიმშრალისა და ქერტლის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გამაღიზიანებლების შემცირება.
ამასთან, სწორი შამპუნის შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
სწორი შამპუნი: | განსაკუთრებით მსუბუქი შამპუნები ეხმარება თავის კანს რეგენერაციაში და ამცირებს შესამჩნევ დისკომფორტს. |
არასწორი შამპუნი: | ცხიმის მოსაშორებელ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნებს გააჩნიათ ძლიერად აგრესიული ეფექტი მშრალ თავის კანზე და მას დამატებით კიდევ უფრო აშრობენ. შედეგად, პრობლემა ხშირად უარესდება. თუ თქვენ თავის კანის სიმშრალე გაწუხებთ, თავი ყოველდღიურად არ უნდა დაიბანოთ, ვინაიდან ეს ლიპიდურ შრეს კიდევ უფრო დაარღვევს და საბოლოოდ, თავის კანს კიდევ უფრო მეტად გამოაშრობს. |
ყველა ქერტლი ერთნაირი არ არის
არსებობს მშრალი და ცხიმიანი ქერტლი:
- ცხიმიანი ქერტლი ცხიმიანი ქერტლი დიდი ზომისაა და ის ამოიცნობა ცხიმიანი და მოყვითალო ნადების სახით, რომელიც თავსა და თმაზეა მიკრული. ამ ტიპის ქერტლს სპეციალური ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნებით უნდა ებრძოლოთ.
მშრალი ქერტლი მშრალი ქერტლი თავის კანის სიმშრალისგან წარმოიქმნება და თავის მხრივ, საჭიროებს განსაკუთრებით რბილი შამპუნის გამოყენებას, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს კანის ტენიანობის ბალანსზე.
მშრალი თავის კანის მოვლა

Alpecin-ის ჰიბრიდული კოფეინის შამპუნი ერთდროულად ნაზი და ძლიერმოქმედია თავისი ჰიბრიდულ ტექნოლოგიით. მისი მსუბუქი ფორმულის გამო, ის განსაკუთრებით ესადაგება მშრალ, მგრძნობიარე ან ქავილის მქონე თავის კანს. კოფეინის მაღალი შემცველობის გამო დამატებით ხდება თმის ზრდის სტიმულირება. ეს ნიშნავს, რომ: ტენიანდება თავის კანი და ამავდროულად სტიმულირდება თმის ბოლქვები.
- დამატენიანებელი ეფექტი: მსუბუქი და ნაზი შამპუნის ფორმულა ატენიანებს მშრალ და მგრძნობიარე თავის კანს. თავის კანი მშვიდდება. ხდება თავის კანის ქავილის თავიდან აცილება.
- სტიმულირების ეფექტი: კოფეინი აღწევს თმის ბოლქვებში. უზრუნველყოფს მემკვიდრეობითი თმის ცვენის პრევენციას.