შევამჩნიე მომატებული ქერტლი. რომელი შამპუნია ჩემთვის შესაბამისი?
რაც ბევრმა არ იცის, რომ ქერტლი ყოველთვის ერთნაირი არ არის. თავის კანის სწორი გაწმენდის და თმის პრობლემების მოგვარებისათვის, მნიშვნელოვანია, რომ განასხვაოთ „ცხიმიანი ქერტლი" და „ქერტლი მშრალი თავის კანით".
„მშრალი ქერტლი" მშრალი თავის კანის პრობლემაა. ეს პატარა, თხელი ქერტლი ჩნდება მაშინ, როდესაც თავის კანი არასაკმარისად გამოყოფს ცხიმს და ამგვარად ირღვევა მისი ბუნებრივი ბალანსი. შედეგად ვიღებთ მშრალ, აქერცლილ თავის კანს. ხშირად მშრალ ქერტლს თან თავის კანის ქავილის შეგრძნება ახლავს.
მშრალი თავის კანის შემთხვევაში, რეკომენდირებულია თავის კანის და თმის ნაზი და დამატენიანებელი გაწმენდა. Alpecin-ის ჰიბრიდული კოფეინის შამპუნი განსაკუთრებით შესაფერისია მისი ნაზი შამპუნის ფორმულის გამო. ის ატენიანებს თავის კანს და ეხმარება მას რეგენერაციაში.
"ცხიმიანი ქერტლი" უფრო ხშირად დიდი და ნადებისებრია და გამოწვეულია ცხიმიანი თავის კანით. Alpecin-ის ორმაგი ეფექტის კოფეინის შამპუნი პირველ ეტაპზე შლის გაქვავებულ უჯრედებს და საფუძვლიანად ასუფთავებს თავის კანს ქერტლისგან. ეფექტური ქერტლის საწინააღმდეგო ინგრედიენტები სალიცილის მჟავა და პიროქტონის ოლამინი ხელს უშლის ახალი ქერტლის წარმოქმნას. მეორე ეტაპზე, კოფეინის კომპლექსი შედის თმის ბოლქვებში. ამგვარად ხდება მემკვიდრეობითი თმის ცვენის პრევენცია.