ქავილის შეგრძნების მქონე თავის კანი
ვის არ ჰქონია თავის კანზე ქავილის შეგრძნება? მაგრამ რა ხდება, თუ ეს ქავილი მუდმივია? შემდეგ საჭირო ხდება პრობლემის მიზეზის დადგენა და დახმარების მიღება. შეიტყვეთ მეტი ქავილის მიზეზების, თავის კანის სიმშრალისა და დამხმარე საშუალებების შესახებ აქ.
რა იწვევს თავის კანის ქავილს?
თავის კანის ქავილს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ამასთან, ქავილი გამოვლინდება არა მხოლოდ ცხიმიანი თავის კანის შემთხვევაში, არამედ განსაკუთრებულად მშრალი თავის კანის დროსაც.
ქავილი მშრალი თავის კანის შემთხვევაში:
თმის ხშირი დაბანა, აგრესიული შამპუნები, ცხელი ჰაერი... ყველა ამ ფაქტორს უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს თავის კანზე. მიზეზი არის ის, რომ სინამდვილეში ჩვენი კანის ბუნებრივი ბარიერი ზიანდება. თავის კანზე ჩნდება მცირე ნახეთქები, რაც მეტი სითხის გაჟონვას უწყობს ხელს. თავის კანი გამოშრობას იწყებს და ქავილი წარმოიქმნება.

ქავილი ცხიმიანი თავის კანის შემთხვევაში:
ცხიმიანი თავის კანი წარმოქმნის ჭარბი რაოდენობით ცხიმს - ოპტიმალურ გარემოს მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის. ეს ახდენს ცხიმის მეტაბოლიზაციას და გამოჰყოფს პროდუქტებს, რომლებიც თავის მხრივ იწვევს ქავილს. ეს განაპირობებს ნადებისებრი ქერტლის მატებას.
მუდმივი ქავილი გამოსავალი არ არის, ვინაიდან ის დამატებით აზიანებს კანის ბარიერს და მხოლოდ ამწვავებს ქავილის შეგრძნებას.
ქავილის შეგრძნების მქონე თავის კანის მკურნალობა
ქავილის დროს, მნიშვნელოვანია ბალანსის აღდგენა თავის კანისთვის სპეციალური მოვლის პროდუქტებით.
სწორი მოვლა მშრალი და ქავილის შეგრძნების მქონე თავის კანისთვის:
მშრალი და ქავილის შეგრძნების მქონე თავის კანისთვის მნიშვნელოვანია სწორი მოვლა. ეს აღადგენს დაზიანებული კანის ბარიერის ბალანსს. ამიტომ, მნიშვნელოვანია თავის კანის დამატენიანებელი პროდუქტების გამოყენება. ეს ეხმარება კანის ბარიერს რეგენერაციაში და ამცირებს ქავილის შეგრძნებას.
განსაკუთრებით მოვლის რბილ და ნაზ პროდუქტებს გააჩნიათ დამატებით დადებითი ზეგავლენა თავის კანის მდგომარეობაზე. მაგალითად, ზედმეტად აგრესიული დასაბანი საშუალებები ვეღარ აზიანებს სკალპს.
თუ შესაძლებელია, თმა არ უნდა დაიბანოთ ზედმეტად ხშირად, როდესაც თავის კანი გექავებათ, რათა კანის სინოტივის ბალანსი ძედმეტად არ გადატვირთოთ.
ქავილის შეგრძნების მქონე თავის კანისთვის რეკომენდირებულია ისეთი მოვლის პროდუქტების გამოყენება, რომელიც სპეციალურად არის შექმნილია ქავილის შეგრძნების მქონე ან მშრალი თავის კანის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
სწორი მოვლა ცხიმიანი, ქავილის შეგრძნების მქონე თავის კანისთის
სწრაფად დაცხიმიანებადი კანი ხშირად ადამიანებისთვის კოსმეტიკურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის შესამჩნევად ახდენს გავლენას თმის გარეგნულ იერსახეზე. გამოიყენეთ მხოლოდ ცხიმიანი თმის დასაბანად განკუთვნილი შამპუნები. ამგვარად, თავის კანს ეცლება ცხიმი და თმა ისევ კარგად გამოიყურება რეგულარული მოვლის შემთხვევაში. ცხიმიანი თმის შამპუნთან ერთად, ტონიკი ასევე ეხმარება თავის კანს აღიდგინოს მისი ბუნებრივი ბალანსი.
დამატებითი რჩევა: თმის გაშრობისას, ნუ გამოიყენებთ ძალიან ცხელ ჰაერს, რადგან ის დამატებით აღიზიანებს თავის კანს.