ალპეცინი კოფეინის შრატი

კითხვები და პასუხები

თითოეული ადამიანის თმის ზრდის ციკლი განსხვავდება. ზოგიერთის თმა აქტიურია ზრდის ფაზაში ( ანაგენი), ხოლო ზოგიერთის მიძინებულ ფაზაში ( ტელოგენი). როგორც წესი თმის ძირები არიან ზრდის ფაზაში 8 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ გადადიან მიძინების ფაზაში, რომელიც გრძელდება 5-დან 8 თვემდე. შემდეგ თმა იწყებს ცვენას. საბოლოოდ, თმის ზრდის ახალი ციკლი იწყება, რომელიც მეორდება მინიმუმ 8-ჯერ, მაქსიმუმ 20-ჯერ.

გავაძლიეროთ თმის ძირები.

კოფეინის შრატის გამოყენების შემდეგ, თმის ძირების აღდგენას სჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა მიძინების ფაზიდან გადავიდეს აქტიური ზრდის ფაზაში. ნორმალურ პირობებში 3-4 თვის შემდეგ თქვენ უნდა შეამჩნიოთ თმის ცვენის შემცირება.

კოფეინის შრატის ეფექტი მიმართულია თმის ძირების სიცოცხლისუნარიანობაზე. კოფეინის კომპლექსი აძლიერებს უკვე არსებულ სუსტ თმასა და თმის ძირებს. ეს არ არის ტონიკი თმის ზრდისთვის.

არა. კოფეინის რაოდენობა, რომელიც აღწევს თავის კანში შეიწოვება თანაბარი პროპორციით და სავსებით უსაფრთხოა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც მგრძნობიარედ რეაგირებენ კოფეინზე. საბოლოოდ, აქტიური ინგრედიენტები გამოიყენება ლოკალურად თავის კანზე. რაოდენობა კი, რომელიც ვრცელდება მთლიან ორგანიზმზე არის უმნიშვნელო.

დიახ. მასაჟის მოძრაოებით დაიტანეთ კოფეინის შრატი თავის კანზე, დაელოდეთ 3 წუთის მანძილზე, სანამ პროდუქტი სრულად შეიწოვება და შემდეგ გამოიყენეთ მამაკაცის სტაილინგის პროდუქცია თქვენი სურვილისამებრ, მაგ.: თმის გელი, ცვილი ან სპრეი.

შეიძლება თუ არა კოფეინის შრატი, თმის ტონიკი გამოვიყენოთ მშრალ თმაზე, თუ აუცილებელია მისი გამოყენება დაბანის შემდეგ?

კოფეინის შრატი შეგვიძლია გამოვიყენოთ მშრალ თმაზეც. მნიშვნელოვანია მისი გამოყენება უშუალოდ თავის კანზე დოზირებულად შეზელვით. რადგანაც იგი სწრაფად შეიწოვება კანში, ამიტომ ამის შემდეგ ჩეულებრივად შეგიძლიათ დაიყენოთ თმა. აუცილებელია არ მოახვედროთ თვალის მიდამოებს. შრატი შეიცავს სპირტსა და მენთოლს, რომელიც გამოიწვევს თვალის გაღიზიანებას.

კოფეინის კომპლექსი სწრაფად შეიწოვება თმის ძირებში და საკმარისად ყალიბდება 24 საათის მანძილზე. იმისათვის, რომ თანმიმდევრულად უზრუნველყოს თმის ძირები საკმარისი ზრდის ენერგიით და დაიცვას ისინი ტესტოსტერონის უარყოფითი გავლენისგან, ყოველდღიური გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს რეკომენდაციები დამტკიცებულია კვლევების შედეგად.

იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება იყოს ძლიერი თმის ცვენა, თუმცა ეს დროებითია.

თმის ცვენა მასაჟის შედეგად?

ინტენსიური მასაჟის შემდეგ თმის ძირები, რომლებიც იმყოფებიან მიძინების ფაზაში, შესაძლოა გაიზარდოს ფოლიკულებისგან. თუმცა დროის ხანმოკლე მონაკვეთში ცვენა საგრძნობლად შემცირდება და თმის ზრდის ფაზებს შეეძლებათ აღდგენა.